ადვოკატები

ადვოკატები

კრისტენ მიულერ-ხურციძე

დამფუძნებელი/წამყვანი იურისტი

ადვოკატის ლიცენზია:

  • ნიუ-იორკის შტატი
  • ილინოისის შტატი
  • ვაიომინგის შტატი
  • ტენესის შტატი
  • შეერთებული შტატების საოლქო სასამართლო ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქისთვის
  • შეერთებული შტატების საოლქო სასამართლო ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ოლქისთვის

აშშ-ში საადვოკატო საქმიანობით კრისტენი დაკავებულია 2007 წლიდან. ამჟამად კრისტენი წარმოადგენს მცირე ბიზნესის ინტერესებს სხვადასხვა ინდუსტრიაში, მათ შორის სათხილამურო კურორტებისა და საბაგირო გზების ჩათვლით. იგი ოპერირებს, როგორც სერტიფიცირებული ქცევის ანალიტიკოსი და საერთაშორისო კონსიერჟის აქტივების მენეჯერი. კრისტენი კონსულტაციას უწევს კლიენტებს საკონტრაქტო და შრომითი ხელშეკრულებებისა და სახელმძღვანელოების შესახებ, ისევე როგორც შრომითი ხელშეკრულებების შედგენისა და მთელი რიგი სხვა საკითხების მოგვარების კუთხით, მოქმედი კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვის მიზნით, მათ შორის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მიმართულ ღონისძიებებისა და სხვა თანამდევი რეგულაციების ირგვლივ, რომლებიც გამოქვეყნებულია OFAC-ის FinCEN-ის და ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფო დეპარტამენტის სხვა ქვედანაყოფების მიერ. კრისტენი ასევე უზრუნველყოფს, სავაჭრო ნიშნის მიღებაზე განაცხადების მიღებას კლიენტებისთვის. 

შპს Mueller Law-ს დაარსებამდე, კრისტენი მუშაობდა კომპანიის შიდა იურიდიულ მრჩევლად, ასევე იურიდიულ ფირმებში და სამთავრობო უწყებებში სასამართლო ადვოკატად. მას აქვს გამოცდილება კომპლექსურ სამართალწარმოებაში, მათ შორის კომერციული, სამოქალაქო, უძრავი ქონების და საგადასახადო ოპერაციების, ოჯახური ურთიერთობებისა და სისხლის სამართლის საქმეების განხრით. თავისი იურიდიული კარიერის მანძილზე კრისტენი წარმოადგენდა კერძო კომპანიებს, სასკოლო უბნებს, საკუთრების სადაზღვევო კომპანიებსა და კერძო პირებს, მათ შორის იყო ორი სასიკვდილო განაჩენით მსჯავრდებულის წარმომადგენელი. თავისი მრავლისმომცველი გამოცდილების წყალობით და სამართალწარმოების, იურისპრუდენციისა და საკანონმდებლო საქმის უზადო ცოდნით, კრისტენი დროულად აწვდის კლიენტებს კრიტიკულად საჭირო ინფორმაციას, მოცემული გარიგების შესაძლო შედეგების შესახებ. იგი ყოველთვის ითვალისწინებს საქმის მსვლელობის ყველაზე ცუდ სცენარს, რისთვისაც ადგენს სტრატეგიულად მომგებიან კონტრაქტებს და ასევე ამყარებს სწორ კავშირებს, რათა სრულფასოვნად დაიცვას თავისი კლიენტის ინტერესები.

კრისტენი ფლობს ,,ინდიანას უნივერსიტეტი”-ს ფრანგული ენისა და ტელეკომუნიკაციების ბაკალავრის ხარისხს და ასევე ,,სენტ თომასის უნივერსიტეტის” დოქტორის ხარისხს იურისპრუდენციაში. 

ka_GEქართული